12.06.2021
- Advertisement -

ლიეტუვის პრეზიდენტი – საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენი სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან – თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაც იქნება

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ვიდეო მიმართვას ლიეტუვის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 103 წლის წინ ლიეტუვა და საქართველო 2 ერს წარმოადგენდნენ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მცირე კონტაქტი გვქონდა, ჩვენი განწყობილება თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო.

საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენი სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. თავისუფლებით გაერთიანებულები, ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთსაც.

ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი. თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაც იქნება.

ჩემი ქვეყანა არასდროს შეურიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას რუსეთის მიერ. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დღეს მე ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი ამაყია საკუთარი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ლიეტუველი ხალხის სახელის გიგზავნით საუკეთესო განწყობას და სურვილებს თითოეულ თქვენგანს. გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო, – განაცხადა პრეზიდენტმა

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -