ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას,უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭებინათ „იმედგაცრუების გემო“ ახლდა.
ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის წევრობის სტატუსის მინიჭება ახლა უნდა მომხდარიყო, მაგრამ დღეს ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს კიდევ დაუბრუნდება.
„ვისურვებ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ახლა მიიღოს, მაგრამ დღეს ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, ევროკავშირი ამ საკითხს მოგვიანებით დაუბრუნდება. ზოგიერთ ქვეყანას შიდა დღის წესრიგი აქვს და საზოგადოების მოსაზრების გათვალისწინება უწევს. თუმცა მეტის გაკეთება შეიძლებოდა. იმედგაცრუების მცირედი გემო იყო, მაგრამ ჩვენ ასევე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი და კიდევ უფრო წინ წავიწევთ,“- განაცხადა ნაუსედამ.