12.06.2021
- Advertisement -

ლიეტუვის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ორბელიანების სასახლეში ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. გიტანას ნაუსედა დახვედრის ოფიციალური ცერემონიით მიიღეს.

დღის წესრიგის მიხედვით, აუდიენციის შემდეგ, შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობითაც გაიმართება. პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

ლიეტუვის პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალურ შეხვედრებამდე კი, ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -