ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ შეიკავა და იტირა.
„ყველას, ვინც დაგვეხმარა, დიდ მადლობას ვუხდი. ამ კლუბის ღირებულებებით გავიზარდე. რთული იყო წელიწადნახევარი გულშემატკივრების გარეშე ყოფნა. ნორმალურად დამშვიდობება მინდოდა. ჩემი მოსვლის დღიდან, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. იმედი მაქვს ერთ დღეს დავბრუნდები, ამას მე ჩემს შვილებს შევპირდი. მინდა, რომ დავეხმარო ამ კლუბს იყოს საუკეთესო“, – თქვა მესიმ პრენსკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, ჯერ არცერთი კლუბის შეთავაზებას არ დათანხმებულა: „ამ ეტაპზე არავისთან არაფერზე შევთანხმებულვარ“ – აღნიშნა მან.
ლიონელ მესი კატალონიური „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა, 2004 წლიდან კი „ბარსელონას“ პირველ გუნდში დაიწყო თამაში.
„ბარსელონასთან“ მესის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა, 5 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ის „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებდა.