30.07.2021
- Advertisement -spot_img

ლისი-მუხათწყაროს გზაზე ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ვიზუალურ-გეოლოგიური შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა

ლისი-მუხათწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ვიზუალურ-გეოლოგიური შუალედური დასკვნა დაიდო. დასკვნის მიხედვით, მეწყერი სავარაუდოდ უხვმა ნალექმა გამოიწვია.

ამ მონაკვეთზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობენ. ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა ამ დროისთვის გადაკეტილია.

„ვიზუალურ-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრული პროცესის გააქტიურება გამოწვეულია ატმოსფერული ნალექის ინტენსივობის გაზრდით და მასის ჩაჟონვით. რაც შეეხება დეტალურ დასკვნას, ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ გამოიყოფა შესაბამისი თანხები საპროექტო-საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1-ელ ივლისს შეიზღუდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img