19.04.2024
- Advertisement -spot_img

ლიტერატურის, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს მიმართავს

ქართველი ლიტერატორები, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან და თანხმდებიან ერთ უმთავრეს ღირებულებაზე – ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია! მნიშვნელოვანია ნებისმერ ადამიანს სახელმწიფომ აღმოუჩინოს კანონით გათვალისწინებული და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციასთან შესაბამისობაში არსებული სამედიცინო დახმარება, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, წერილს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ასზე მეტი ხელოვანი აწერს ხელს.

წერილს ასევე უერთდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები მწერალი ნინო ხარატიშვილი, რეჟისორი ნინო კირთაძე და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.

ხელოვანები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს:

“ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ.

ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა – გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 124 პირი აწერს ხელს.

ხელმომწერები არიან: 1. ციაკო აბესაძე 2. ბექა ადამაშვილი3. ნიკოლოზ აგლაძე 4. მაია ალუდაური 5. რატი ამაღლობელი 6. ზაალ ანდრონიკაშვილი 7. მაია ბადრიძე 8. თამაზ ბათიაშვილი 9. ლიზა ბათიაშვილი-ლელუ 10. მედიკო ბაქრაძე 11. ლევან ბერძენიშვილი 12. პაატა ბურჭულაძე 13. ლაშა ბუღაძე 14. ნატალია გაბისონია15. რეზო გეთიაშვილი 16. ნათია გიორგაძე 17. მარი გულბიანი 18. დალილა გოგია 19. ნანა გოგოლაშვილი 20. ხათუნა გოგუა 21. გია გოკიელი 22. ბექა გოჩიაშვილი 23. ნატო დავითაშვილი 24. ქეთი დანელია 25. ირინა დემეტრაძე 26. თეონა დოლენჯაშვილი 27. ლელა დუმბაძე 28. ხატია ეკიზაშვილი 29. ნანა ექვთიმიშვილი30. ვახო ვარაზი 31. დავით ვაშაძე 32. ლია ვიტეკი 33. სოფო ზერაგია 34. დათა თავაძე 35. ხათუნა თავდგირიძე 36. კოტე თაყაიშვილი 37. თამარ თვარაძე 38. შოთა იათაშვილი 39. მედეა იმერლიშვილი 40. პიტერ იანი 41. გიორგი კაკაბაძე 42. ირაკლი კაკაბაძე 43. ნინია კაკაბაძე 44. ლანა კალანდია45. კატო კალატოზიშვილი46. მაკა კასრაძე 47. ნინო კასრაძე 48. ზვიად კვარაცხელია 49. ალექსანდრე კვატაშიძე 50. ნესტან ნენე კვინიკაძე 51. თამარ კვიჟინაძე 52. დარეჯან კიკოლიაშვილი 53. ნინო კირთაძე 54. მეგი კობალაძე 55. ლელა კოდალაშვილი 56. მაია კუდავა 57. ნუცა კუხიანიძე 58. ნიკა ლაშხია 59. შორენა ლებანიძე 60. ეკატერინე მაზმიშვილი 61. სალომე მაისაშვილი 62. ლიკა მაისურაძე 63. თინა მამულაშვილი 64. დიანა მაღლაკელიძე65. მარიამ მაღრაძე66. გურამ მაცხონაშვილი67. ქეთი მაჭავარიანი68. თეკლა მაჭავარიანი69. თაკი მუმლაძე 70. მუხრან მახარაძე 71. ნათია მიქელაძე 72. ტორესა მოსი 73. ქეთი ნადიბაიძე 74. ელენე ნავერიანი 75. დავით ნათიძე 76. გაგა ნახუცრიშვილი 77. ქეთი ნიჟარაძე 78. გივი (ბესო) ოდიშარია 79. ლელა ოჩიაური80. ზურა პაპიაშვილი 81. სოფო ჟვანია 82. ნიკოლოზ რაჭველი83. ლელა სამნიაშვილი 84. ბესო სოლომონაშვილი85. ირაკლი სოლომონაშვილი86. ილიკო სუხიშვილი87. ნინო სუხიშვილი88. თამარ ტატიშვილი89. ეკატერინე ტოგონიძე90. ანა ურუშაძე 91. გიორგი უშიკიშვილი92. ნინო ფურცხვანიძე 93. თამრი ფხაკაძე94. დავით ქაშიაშვილი95. ივა ქიმერიძე96. არჩილ ქიქოძე97. გია ქობულაშვილი98. კოტე ყუბანეიშვილი99. ნინო შაბურიშვილი 100. თაკო შავგულიძე 101. ქეთა შათირიშვილი102. პაატა შამუგია103. პაპუნა შარიქაძე104. გაგა შიშინაშვილი105. თამუნა შენგელია106. გიო შველიძე107. ნიკა ჩერქეზიშვილი108. ბელა ჩეკურიშვილი 109. ნინო ჩიჩუა 110. პაატა ციკოლია 111. დათი ცინცაძე 112. ლელა ცუცქირიძე 113. ხათუნა ცხადაძე 114. იაკო ჭილაია 115. ირინე ჭოღოშვილი116. ანა ხაზარაძე 117. ბასა ხარაზი118. თეო ხატიაშვილი119. ნინო ხარატიშვილი 120. ბექა ხაჩიძე 121. სოსო ხვედელიძე 122. დავით ხმალაძე 123. გვანცა ჯობავა 124. თეონა ჯორბენაძე. 125. დათო ტურაშვილი, 126. ლაშა ბაქრაძე, 127. სოფო კილასონია, 128. ლადო ბეროზაშვილი, 129. ირმა შარიქაძე, 130. გია ბუღაძე, 131. ანა კლდიაშვილი, 132. ნინო ქათმაძე,133. ნანა ჯორჯაძე, 134. სანათა ბაბუაძე რეხვიაშვილი,135. მედეა მეტრეველი , 136. ბათუ დანელია , 137. მაკო ჯანჯიბუხაშვილი, 138. მაკა ლდოკონენი, 139. დავით გაბუნია; 140. მირიამ სოლოღაშვილი; 141.ნოდარ ლადარია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img