14.11.2024

ლუგანსკში სკოლის დაბომვისას 60 ადამიანი დაიღუპა – ადმინისტრაცია

ლუგანსკის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სოფელ ბელგოროვკაში ოკუპანტების მიერ სკოლის შენობაზე საჰაერო დარტყმას სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაბომბილ სკოლას 90-მდე ადამიანი აფარებდა თავს. მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნანგრევებიდან 30 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო დარჩენილი 60 პირი სავარაუდოდ დაიღუპა.

“ბელოგოროვკაში სკოლაზე ავიადარტყმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 60 ადამიანი დაიღუპა. 7 მაისს 16:37 საათზე ბელოგოროვკაში რუსული ავიაიერიშის შედეგად სკოლის შენობაში დაახლოებით 300 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მუსაობდნენ მეხანძრეები. ნანგრევებიდან 30 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათგან შვიდი დაშავდა. სავარაუდოდ, შენობების ნანგრევებში დარჩენილი 60-ვე გარდაიცვალა”.- აცხადებს გაიდაი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img