23.11.2024

Эхо Москвы-მ რადიოსადგურის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

დამოუკიდებელმა რუსულმა რადიოსადგურმა Эхо Москвы რადიოარხისა და ვებსაიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. რადიო ეხო მოსკვი (Эхо Москвы) ლიკვიდირებულია, რადიოსიხშირე გათიშულია, გამორთულია არხის საიტიც. 

გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ მიიღო. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურის Эхо Москвы და დამოუკიდებელი გამოცემის Дождь წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, რუსულმა მედიამ უკრაინაში შეჭრას და მიმდინარე კონფლიქტს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელოს. 

Эхо Москвы ეთერიდან სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გათიშეს. 

მიუხედავად ამისა, რადიოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ სოციალურ ქსელებში არსებულ პლატფორმებზე: 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img