19.04.2024
- Advertisement -spot_img

“მაგთიკომი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მაგთიკომი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს ცვლილების შეტანის შემდეგ (წყარო – https://matsne.gov.ge/ka/document/view/3980112?publication=0) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა. აღნიშნული ცვლილება „გამართლებულ“ იქნა კომისიის ახალი ფუნქციის – საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დამატებით. ცნობისათვის ამ ცვლილების შედეგად 2018-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა და კომისიის ბიუჯეტში გადაინაცვლა 1 499 775, 3 458 472 და3 120 111 ლარმა (ჯამურად სამ წელიწადში – 8 078 358 ლარი).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხსენებული თანხის დეტალური ხარჯვითი ნაწილი კომისიის მიერ რატომღაც დაფარულია და არ არის გამჭვირვალე. არასამთავრობო ორგანიზაციას IDFI-ს სასამართლოში უწევს დავის წარმოება ამ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით.(წყარო: https://www.comcom.ge/ge/the-commission/annual-report); საქართველოს კანონისაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებმუხლი 2, პუნქტი 1 – „ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: …ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი“; მუხლი 3, პუნქტი 3 – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან“.მუხლი 4 – „ამ კანონის მიზნებისათვის: ა) „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი“;მუხლი 10, პუნქტი 1 – „საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ეკრძალება: …დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია“.მუხლი 13პუნქტი 3 – „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს“.პუნქტი 16 – „თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ: ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები“; მუხლი 134 „1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის“; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბატონ ბექაურს უჭირს სრულყოფილი დეკლარაციის წარდგენა, რის გამოც შესაბამისი ღონისძიებების გატარება უწევს სახელმწიფო უწყებას – საჯარო სამსახურის ბიუროს, ბატონი ბექაურის სანქცირების ჩათვლით. (წყარო: https://www.mediachecker.ge/…/79060-deklaraciis… ) ზემოთ ხსენებული ფაქტების შეფასება მიგვინდია საზოგადოებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და სხვა კომპეტენტური უწყებებისთვის.” – ნათქვამია განცხადებაში.“მაგთიკომის” განცხადებასთან დაკვშირებით “აიპრესი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას დაუკავშირდა. თუმცა, ამ ეტაპზე  უწყება გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img