20.04.2024
- Advertisement -spot_img

მაია ბუწაშვილი – ამ სეზონზე მოსალოდნელია კოვიდის პანდემიისა და სეზონური გრიპის ეპიდემიის თანხვედრა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ ამ სეზონზე კოვიდის პანდემიისა და სეზონური გრიპის ეპიდემიის თანხვედრა მოსალოდნელია.

“შეშფოთება გამოიწვია ტერმინმა “თვინდემია”, რომელიც უბრალოდ კოვიდის პანდემიის და სეზონური გრიპის ეპიდემიის თანხვედრას (ინგლისური სიტყვიდან Twin – ტყუპი) ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, ამ სეზონზე მოსალოდნელია, ისევე როგორც წინა სეზონზე იყო მოსალოდნელი. ეს ტერმინიც ახალი არ არის და შარშანაც გაჟღერდა. საბედნიეროდ, შარშან გრიპის სეზონი მოულოდნელად კარგად გადავიარეთ. მაღალი ალბათობით კოვიდის შეზღუდვებმა გრიპის პროფილაქტიკის მიმართულებით დადებითად იმუშავა.

წელს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში კოვიდ რეგულაციები მკვეთრად არის შემსუბუქებული, შიშობენ, რომ გრიპი ცოტა უფრო მეტად შემოგვიტევს, ვიდრე შარშან. თუმცა იმედია ასე არ იქნება. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, გრიპის ვაქცინა უნდა გავიკეთოთ (როცა ხელმისაწვდომი გახდება, რა თქმა უნდა)”– წერს მაია ბუწაშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img