18.04.2024
- Advertisement -spot_img

მაია სანდუ – მოლდოვა წარმატებულ ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა კორუფციამ, ოლიგარქიამ ჩაითრია

ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი სახლში, მოლდოვის რესპუბლიკაში და გვაქვს ევროკავშირის იმედი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ მაია სანდუმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის გამოწვევებზეც ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე და გაიხსენა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისში მოლდოვა წარმატებული ქვეყნის მაგალითი იყო, თუმცა მალევე კორუფციამ და ოლიგარქიულმა სისტემამ ქვეყნის ინსტიტუტები მიყოლებით ჩაიგდო ხელში. სანქციების გარეშე, დაუსჯელმა კორუფციამ მოლდოვას სანდო პარტნიორის რეპუტაცია დაუკარგა.

“მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს მოლდოვა მიიჩნეოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნად. ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებობდა დიდი იმედი, რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც მოლდოვამ ხელი მოაწერა, ქვეყანა განვითარდებოდა, ჩამოყალიბდებოდა ძლიერი დემოკრატიული სისტემა მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცა მალევე წარმატების საპნის ბუშტი გახეთქა საბანკო სისტემაში პრობლემებმა და კორუფციის სხვა შემთხვევებმა. სამწუხაროდ კორუფციამ, ოლიგარქიულმა სისტემამ, ქვეყნის ინსტიტუტები მიყოლებით ჩაიგდო ხელში და მალე მოლდოვის მოქალაქეებმა და ბრიუსელმა გააცნობიერეს, რომ მოლდოვა აღარ იყო წარმატების მაგალითი.

სამწუხაროდ, იმიტომ რომ რეფორმები მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, დისკუსია დემოკრატიის შესახებ და ანტიკორუფციული რეფორმები მხოლოდ ანგარიშებში იყო. იმიტომ რომ მოლდოვას აკლდა ფუნდამენტი რომელზეც ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა აშენებულიყო, მოლდოვამ დაკარგა მთავარი შესაძლებლობები, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა წლების მანძილზე გვთავაზობდა. სულ რამდენიმე წელიწადში, კორუფციული სქემები სანქციების და ყველანაირი დასჯის გარეშე აყვავდა, მოლდოვამ დაკარგა სანდო პარტნიორის რეპუტაცია.” – მაია სანდუ.

მაია სანდუს თქმით, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების და წლევანდელი ვადამდელი არჩევნების შემდეგ მოლდოვა ევროპულ კურსს უბრუნდება და ევროკავშირის ძლიერი დახამრებით ახალი ადმინისტრაცია ვალდებულია, დადებული პირობები შეასრულოს, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია 19 ივლისს გაიხსნა. კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img