24.04.2024
- Advertisement -spot_img

მაიკლ კარპენტერი: ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოში

“დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი Twiter-ის საკუთარ გვერდზე ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში  ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება.

მაიკლ კარპენტერი: „ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება“ – წერს კარპენტერი.

ალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ კაბინეტში დააკავა.  მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

გუშინ ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მანამდე ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლა შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესაც. მან პარლამენტის ტრიბუნიდან ომახიანად განაცხადა, რომ მელია “მართლმსაჯულებას ვერ დაემალება”, რადგან “კანონი უნდა აღსრულდეს”.

მან თქვა, რომ “ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიიის თავმჯდომარეობა” და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისინი “მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევენ”. ღარიბაშილის ამ გამოსვლიდან, რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა ნიკა მელია საკუთარ კაბინეტში დააკავეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img