17.09.2021
- Advertisement -spot_img

მაისში საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ბევრი 109 359 ვიზიტორი შემოვიდა

2021 წლის მაისში საქართველოს 109 359 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, საიდანაც 104 755 ვიზიტორი ქვეყანაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, ტურისტთა აღნიშნული რაოდენობა 2019 წლის მაისთან შედარებით 85%-ითაა შემცირებული, თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 180%-ით მეტია. ამას გარდა, აბსოლუტურ რიცხვებში, ვიზიტორთა ეს რაოდენობა, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალია.

მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  1. თურქეთი – 21 855
  2. უკრაინა – 11 533
  3. ისრაელი – 11 244
  4. რუსეთი – 10 818
  5. სომხეთი – 9 863
  6. აზერბაიჯანი – 5 704
  7. ყაზახეთი – 4 664
  8. უზბეკეთი – 2 528
  9. ბელარუსი – 2 349
  10. ინდოეთი – 1 496
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მეგის ქარდავას ექსტრადირება. 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

1tv.geმეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებსმეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img