09.12.2021
- Advertisement -spot_img

მამა ანანია კალანდია – ვთხოვ, პატრიარქს, ვიდრე სისხლისღვრა არ იქნება, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მოაშოროს

ვთხოვ, პატრიარქს, ვიდრე სისხლისღვრა არ იქნება, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მოაშოროს, – ამის შესახებ მამა ანანია კალანდიამ განაცხადა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დიდი ჭყონის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იგი საკუთარ თავს დაზარალებულს უწოდებს და აცხადებს, რომ დღეს ეკლესიის ეზოში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

“ჭიშკართან იმიტომ გადავედი, რომ მეუფისთვის მეთხოვა, ტერიტორია დაეტოვებინა კრიმინალს, ე.წ ბანდის უფროსს კეკუტიას, რომელმაც უკვე მესამედ გამომიწვია. ვთხოვ საპატრიარქოს, პატრიარქს, სანამ არ იქნება უფრო სისხლისღვრა, მეუფე სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიის”, – განაცხადა მამა ანანიამ.

შეგახსენებთ, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img