05.08.2021
- Advertisement -spot_img

მამუკა ხაზარაძე – “ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება არ შეიძლება”

„დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ ირაკლი კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს. იმიტომ, რომ გუშინ რა განცხადებაც გაკეთდა, არანორმალური იყო. დღევანდელი შეხვედრა კი, მნიშვნელოვანი იყო,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, კრისტიან დანიელსონმა დაადასტურა, რომ საქართველოში იქამდე დარჩება, სანამ მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.

დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ ირაკლი კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს. იმიტომ, რომ გუშინ რა განცხადებაც გაკეთდა, არანორმალური იყო. ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება არ შეიძლება, მითუმეტეს, როდესაც ასეთი დონის მედიატორები არიან ჩარეული. რა თქმა უნდა, მედიატორობა იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ხაზი მათ მიერაა დასმული, ორივე მხარეს უსმენენ და მათ დაახლოებას ცდილობენ. ვფიქრობ, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ოპოზიცია მოლაპარაკებაში კონსტრუქციულია. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ აღქმული აქვს, რომ უნდა მოერიოს მეორე მხარეს. ავიწყდება, რომ აქ მოგება-წაგებაზე კი არა, ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზეა საუბარი“,- აღნიშნა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ოპოზიცია „ვერაფერს დათმობს“. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ განახლდებოდა, თუმცა კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე წუთში, კრისტიან დალიელსონმა განაცხადა, რომ თბილისში რჩებოდა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გააგრძელებდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img