04.12.2021
- Advertisement -spot_img

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებზე

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებზე – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიაში კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელიათ.

“მე ვფიქრობ, რომ ახალი სახეები უნდა იქნას წარმოჩენილი ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც. ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში და უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციასაც შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი”, — აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ და თბილისის მერობის არჩევნებში ოპოზიციამ საერთო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია უნდა განიხილოს, თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ენმ-ის კანდიდატის მხარდაჭერა “მარცხის ფორმულაა”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img