28.03.2024
- Advertisement -spot_img

მამუკა ხაზარაძე – გიორგი გახარია, დამიჯექი პირდაპირ ეთერში და შენი სრული ლუსტრაცია მოხდება

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” თავმჯდომარეს გიორგი გახარიას დებატებში იწვევს. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა.

ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში ტყუილი უნდა დამთავრდეს.

“გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას, რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი. გიორგი გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. მოიტყუე – წერილზე, მოიტყუე – ანაკლიაზე, მოიტყუე-ბადრიზე, მოიტყუე თან ბევრი, გელოდები პირდაპირ ეთერში…”, – წერს ხაზარაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img