20.04.2024
- Advertisement -spot_img

მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს – კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ

“მილიარდი დოლარი შემოდიოდა ინვესტიცია და ახლა გვყავს ერთადერთი ინვესტორი, რომელიც პანამიდან აკეთებს ინვესტირებას, ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პანამიდან რატომ, ვერ გავიგე, რა არის დასამალი, თუ ეს არის სუფთა ფული. რატომ შემოდის პანამიდან ინვესტიცია. სხვა ინვესტორი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს” – ამის შესახებ ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ, რადგან, 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს, არავინ იცის.

“600 მილიონი ინვესტიციიდან ნახევარი არის რეინვესტიცია და არანაირი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ეს არ არის. 2018 და 2019 წლებში 34%-იანი ვარდნა გქონდათ. თქვენ რომ გამოდიხართ და გვესაუბრებით 10-წლიან გეგმაზე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაგიჯერებთ, იმიტომ, რომ კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ, იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს, წარმოუდგენელია.” – განაცხადა ხაზარაძემ.

ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img