19.04.2024
- Advertisement -spot_img

მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე – საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს თვითმმართველობა

ლელოს” ლიდერის და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს თვითმმართველობა. 

“ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არ არის არც კონსტიტუციის, არც კანონის საქმის კურსში და საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს თვითმმართველობა. მე მას მოვუწოდებ, რომ რაც უფრო ხშირად გამოვა და ისაუბრებს, ე.წ. განათლებას შემოიტანს საზოგადოებაში, ყველა ნათლად დაინახავს, რატომ ვართ ამ უბედურ დღეში ბოლო 9 წლის განმავლობაში.” – განაცხადა ხაზარაძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

ცნობისათვის, 22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img