23.11.2024

მამუკა ხაზარაძე – კოალიციური მთავრობა თბილისსა თუ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, არის საქართველოს მომავალი

კოალიციური მთავრობა თბილისსა თუ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, არის საქართველოს მომავალი, აქ გადის წარმატების ზღვარი, ერთად ბრძოლით ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე გაიმარჯვებს“,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც ქუთაისში, კოალიციური მთავრობის წარდგენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სადაც პარტიის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სჭირდება ქვეყანას, “ლელოს” ლიდერები ყოველთვის მზად არიან ბრძოლაში ჩაბმისთვის.

“ქუთაისში, ისევე როგორც თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქში, გაჩნდა პერსპექტივა და იმედი იმასა, რომ ერთიანი ძალებით, კოალიციური მუშაობით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. “ლელო” არის ძლიერი გუნდი, ძლიერი ლიდერებით, რომელსაც შეუძლია მკვეთრი და თამამი ნაბიჯების გადადგმა.

იქ, სადაც ჩვენი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სჭირდება ხალხს და ჩვენს ქვეყანას, “ლელოს” ძლიერი ლიდერები მზად არიან ბრძოლაში ჩაბმისთვის. კოალიციური მთავრობა თბილისსა თუ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, არის საქართველოს მომავალი, აქ გადის წარმატების ზღვარი, ერთად ბრძოლით ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე გაიმარჯვებს.

ანა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილება, ჩართულიყო საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, გაბედული და სამაგალითო ნაბიჯია. მინდა წარმატება ვუსურვო ანას, ხატიას და იმ ძლიერ კოალიციურ გუნდს, რომელიც ქუთაისში გამარჯვებისთვის იბრძვის. ეს გუნდი, რეალურად შეძლებს, ქუთაისი გამოიყვანოს იმ ჩიხიდან, რომელშიც ეს ულამაზესი ქალაქი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შეიყვანა…

დღეს ქუთაისში, ისევე როგორც თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში, გაჩნდა პერსპექტივა და იმედი იმასა, რომ ერთიანი ძალებით, კოალიციური მუშაობით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. მე, არაერთხელ მითქვამს, რომ გამარჯვების ტალღა გავრცელდებოდა მთელს საქართველოში და დღეს ჩვენ ამის ნათელი მაგალითი ვნახეთ… წარმატებები ჩემს მეგობრებს, კოლეგებს და თანამებრძოლებს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. ხატია დეკანოიძის გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის ვიცე – მერობის კანდიდატები იქნებიან: „ლელო“ – ანა ნაცვლიშვილი; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – იმედა კლდიაშვილი; სპორტსმენი – რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img