29.03.2024
- Advertisement -spot_img

მამუკა ხაზარაძე – მოვითხოვთ მიშელის დოკუმენტის შესრულებას, მოსამართლეების წარდგენა, არჩევა, დამტკიცება უნდა შეჩერდეს

ზედმიწევნით მოვითხოვთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას, მოსამართლეების წარდგენა, არჩევა, დამტკიცება უნდა შეჩერდეს – ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამ პროცესს, – ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტში, მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესში არ ჩაერთვება.

„ეს ერთხელ და სამუდამოდ ჩააბეტონებს „კლანს“, იმ უსამართლო სასამართლოს და მოსამართლეთა ტრადიციას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შექმნა და კერძოდ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა თავისთვის. სანამ მართლმსაჯულების შესახებ კანონმდებლობა არ შეიცვლება, სანამ კონსტიტუციაში არ ჩაიწერება ახალი ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა უნდა შეჩერდეს. როგორ შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ გასაუბრებაში მონაწილეობა, როცა ამ პარლამენტში შემოვედით ამ დოკუმენტის შესასრულებლად,”- განაცხადა ხაზარაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img