რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ესაა სრული ლუსტრაცია „ქართული ოცნების“ რუსული მმართველობის. სანამ “ოცნება”, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა იქნება ხელისუფლებაში მსგავსი პროვოკაციები კიდევ ბევრი გველის, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, დროა დავფიქრდეთ, სად ვდგავართ და სად ვიქნებით ხვალ.
„ის , რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ჟურნალისტების და ოპერატორების დარბევა, ძალადობისკენ მოწოდება, ქუჩებში მოქალაქეების დევნა, პოლიციის უმოქმედობა, პრემიერის წამქეზებლური და პროვოკაციული განცხადება, არის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ბოლომდე ჩამოშლის მცდელობა, ესაა სრული ლუსტრაცია ქართული ოცნების რუსული მმართველობის, სანამ “ოცნება”, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა იქნება ხელისუფლებაში მსგავსი პროვოკაციები კიდევ ბევრი გველის, დროა დავფიქრდეთ, სად ვდგავართ და სად ვიქნებით ხვალ?!“, – წერს ხაზარაძე.