21.01.2025

მამუკა ხაზარაძე – რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ესაა სრული ლუსტრაცია „ქართული ოცნების“ რუსული მმართველობის

რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ესაა სრული ლუსტრაცია „ქართული ოცნების“ რუსული მმართველობის. სანამ “ოცნება”, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა იქნება ხელისუფლებაში მსგავსი პროვოკაციები კიდევ ბევრი გველის, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, დროა დავფიქრდეთ, სად ვდგავართ და სად ვიქნებით ხვალ.

„ის , რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ჟურნალისტების და ოპერატორების დარბევა, ძალადობისკენ მოწოდება, ქუჩებში მოქალაქეების დევნა, პოლიციის უმოქმედობა, პრემიერის წამქეზებლური და პროვოკაციული განცხადება, არის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ბოლომდე ჩამოშლის მცდელობა, ესაა სრული ლუსტრაცია ქართული ოცნების რუსული მმართველობის, სანამ “ოცნება”, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა იქნება ხელისუფლებაში მსგავსი პროვოკაციები კიდევ ბევრი გველის, დროა დავფიქრდეთ, სად ვდგავართ და სად ვიქნებით ხვალ?!“, – წერს ხაზარაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img