24.07.2021
- Advertisement -spot_img

მამუკა ხაზარაძე – თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნება

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნება.

“თემურ ჭყონია იქნება, ჩემი აზრით, ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო, ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არა აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი, სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი”, — თქვა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ისიც აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჰქონდა თემურ ჭყონიასთან, თუმცა ვერ ადასტურებს იმას, რომ მისგან დადებითი პასუხი მიიღო. მანვე ისაუბრა კახა კალაძეზე და აღნიშნა, რომ კალაძე, რომ მარტო იყოს, შესაძლოა მისთვის მხარი დაეჭირა, თუმცა ამავდროულად კალაძე ქართული ოცნების გენერალური მდივანია და ამ პარტიამ ქვეყანა დაშალა.

“კახა კალაძეს პიროვნულად არაფერს არ ვერჩი, არაჩვეულებრივი სპორტსმენია. მე არ მეშინია, ვიღაცებისგან განსხვავებით, ადამიანის ღირსებებზე ვისაუბრო. კარგი სპორტსმენია, კარგი ადამიანია, კარგი მეოჯახეა და რაღაცები კარგად გააკეთა, თუმცა ბევრი რაღაც ის არ გააკეთა, რაც ჩემი აზრით, გასაკეთებელი იყო. თან პრობლემა ის არის, რომ კახა კალაძე რომ კახა კალაძე იყოს მარტო, შეიძლება დამეჭირა მხარი, მაგრამ კახა კალაძე ამავე დროს არის ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომლის პარტიამაც ეს ქვეყანა დაშალა”, — განაცხადა ხაზარაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img