09.12.2021
- Advertisement -spot_img

მამუკა ხაზარაძე – თუ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან

ნახევარი საათის წინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ აპირებს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, ესაა უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ვგულისხმობ შარლ მიშელის დოკუმენტს. ესაა ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა და მინდა გავაჟღერო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა და თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს… მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ის გზავნილს გაუგზავნის აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე შარლ მიშელს. „ქართული ოცნების“ მოსამართლეების საკითხისადმი მიდგომა არის ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img