20.04.2024
- Advertisement -spot_img

მამუკა მდინარაძე – მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და პარტიის გასვლით სხდომაზეც საკადრო ცვლილებებზე არ იქნება მსჯელობა.

„სრული სერიზულობით და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ცვლილებაზე არ იქნება საუბარი არც დღეს და არც მომდევნო პერიოდში. მსგავსი საკითხები არ განიხილება. ასევე, დღეს არ განიხილება მერების საკითხი. ანუ პარტიული და საარჩევნო საკითხები დღეს არ განიხილება. აბსოლუტურად სხვა საკითხთან დაკავშირებით ვართ შეკრებილები. დღეს ჩვენ განვიხილავთ სამომავლო გეგმებს და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას. საკადრო ცვლილებები მაღალ დონეზე და პარტიულ საკითხთან დაკავშირებით პარტიულ მენეჯმენტში არ იქნება. შეიძლება ადგილობრივ დონეზე იყოს გარკვეული ცვლლილებები, მათ შორის შტაბის უფროსებია დასანიშნი, მაგრამ დღეს ეს საკითხები არ განიხილება“, – აცხადებს მდინარაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img