19.04.2024
- Advertisement -spot_img

მამუკა მდინარაძე – ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები, თითქოს მან 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა… პირადად მე მას ერთი წუთით არ მოვშორებივარ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას ბრალდებებს, რომ 20 ივნისის დღეს ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტშიც არ იყო და იმალებოდნენ, პასუხობს და აცხადებს, რომ ეს არის პირდაპირ გამიზნული ტყუილი, პარლამენტის და პარლამენტარების დისკრეტიდაციისათვის.

“ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები, თითქოს მან 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა. ყველანი იქ ვიყავით, პირადად მე მას ერთი წუთით არ მოვშორებივარ. მე დილიდან ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც გააპროტესტა გავრილოვის იმ სკამში ჩასკუპება, მაგრამ არ ყოფილა არცერთი წამი, როცა პარლამენტში გახარიას გვერდით არ ყოფილიყო უმრავლესობის არაერთი დეპუტატი. დღეს მე სადაც ვზივარ, იმ ოთახის თავზე იყო ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის კაბინეტი, საიდანაც გიორგი გახარია უყურებდა სიტუაციას. ის ოთახი უმრავლესობის დეპუტატებით სავსე იყო. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მაშინ პარლამენტში ვერავინ ნახა, რამდენად გულწრფელია ის, მარტივი განსასჯელია. ეს არის პირდაპირ გამიზნული ტყუილი, პარლამენტის და პარლამენტარების დისკრედიტაციისთვის.” – ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img