საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში უარყოფს “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება.
მისი თქმით, არც მსგავსი შეთავაზება მიუღია და არც განხილვა ყოფილა. მარგველაშვილის თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელებით, შესაძლოა, ჩანაწერების გადაფარვა სურდათ.
“აი, აბსოლუტურად 100%-ით ტყუილია. არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სააკაშვილთან მქონდა კონტაქტი უკრაინაში წასვლამდე, ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა.
სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი მოგონილი სკანდალები და არის მცდელობა რაღაცა ამბის გადაფარვის. აი, გუშინდელი ამბავი, სავარაუდო, განხილვა ოლიგარქებს შორის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ამ ნიუსქარიშხალის მოწყობას მე ვერაფრით ავხსნი”, – თქვა მარგველაშვილმა.