29.03.2024
- Advertisement -spot_img

მარიამ დაბო გენერალ გიორგი კვინიტაძის შთამომავალი – ბაბუას ოცნება იყო დაკრძალულიყო საქართველოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამშობლოში დაკრძალავენ. საქართველოში იმყოფება გენერალ გიორგი კვინიტაძის შთამომავალი მარიამ დაბო.

10 წლის ვიყავი როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა. ჩვენ პარიზის გარეთ ვცხოვრობდით. მაშინ ჩემი აღქმა იყო, რომ საყვარელი ბაბუა დავკარგე. ის ძალიან მოსიყვარულე ბაბუა იყო.

საქართველოს შესახებ კი ჩემი აღქმა იყო, რომ ეს ქვეყანა იყო დიდი საფრთხის ქვეშ. საქართველო საბჭოთა რეჟიმის ქვეშ არსებობდა, მე ყოველთვის ვგრძნობდი შავ ღრუბელს, რომელიც ჩემი სახლის ზემოთ იყო. კერძოდ საბჭოთა რეჟიმის გავლენას, რომელსაც ოკუპირებული ჰყავდა საქართველო. ჩვენ ყოველთვის ვღელავდით საქართველოზე, ქართველ მეგობრებზე, ვფიქრობდით და ვდარდობდით იმაზე, თუ როგორ იყო ყველა საქართველოში. სანამ ბაბუაჩემი გარდაიცვლებოდა, მისი ოცნება იყო საქართველოში დაბრუნება. მისი ოცნება იყო, რომ დაკრძალულიყო საქართველოში. სწორედ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დახმარებით ეს შესაძლებელი გახდა. მისი ოცნება ახდა, დღეს აქ ვართ და მისი დაკრძალვა მოხდება სამშობლოში“, – განაცხადა მედიასთან მარიამ დაბომ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img