19.04.2024
- Advertisement -spot_img

მარინა კალიურანდი – ევროკავშირის განცხადებებში სტრიქონებს შორის კითხვა უნდა ისწავლოთ

ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა და ამიტომ ვუჭერთ მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას და ა.შ. ესაა, რის გამოც ევროკავშირი თქვენ გვერდით იდგება – მაგრამ თავისი შეზღუდვებითა და პირობითობით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას წითელი ხაზების და მათი გადალახვის გზების შესახებ.

„ჩემი რჩევა ყოველთვის ერთი იყო – ხანდახან არაპოპულარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, ხანდახან შენი ერის ინტერესები პარტიის ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენო – ეს არ არის ადვილი, არც პოპულარული, მაგრამ მიმდინარე სიტუაციაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, გარდა არაპოპულარულ კომპრომისებს ორივე მხრიდან და კომპრომისების პატივისცემაზე შეთანხებას ორივე მხრიდან“, – აღნიშნა კალიურაინდმა.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, კალიურანდმა აღნიშნა, რომ წევრობა უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირის წევრობა – ეს კონსენსუსის გადაწყვეტილებაა, არა? ახლა ევროკავშირში გაფართოებაზე დიდი მონდომება არ შეინიშნება. არიან უბრალოდ მეგობრები, რომლებიც ცდილობენ, აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მეტად წამოწიონ წინ. მაგრამ დღეს არაა მზაობა, ეს რეალობაა. ასე რომ დიახ, შეიძლება იყოს პოლიტიკური განცხადებები წევრობასთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიტიკური რეალობა ისაა, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. ამჟამინდელმა სიტუაციამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ჩახლართა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი საქართველოს ზურგს არასდროს შეაქცევს, მანამ სანამ თქვენ დემოკრატიული რეფორმების გზაზე დგახართ და სანამ ქართველი ხალხი ევროკავშირთან ინტეგრაციის ნებას გამოხატავს. ეს სლოგანი არ არის – ქართველმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა, ისევე, როგორც უკრაინელმა ხალხმა. ამიტომაა, რომ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტიკას, თავისუფალ მედიას და ა.შ. ესაა, რის გამოც ევროკავშირი თქვენ გვერდით იდგება – მაგრამ თავისი შეზღუდვებითა და პირობითობით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ევროკავშირის განცხადებები დადებითია, „სტრიქონებს მიღმა ამოკითხვის სწავლაა“ საჭირო.

„აქ ევროკავშირის მიმართაც კრიტიკული უნდა ვიყო – თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ ასოციაციის საბჭოს შეხვედრა იყო ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. წაიკითხეთ პრეს რელიზები – „მაგარი იყო, ყველაფერი ფანტასტიკურად იყო, უზარმაზარი წარმატებაა!“ – თქვენ ევროკავშირის განცხადებებში სტრიქონებს შორის კითხვა უნდა ისწავლოთ. სამწუხაროდ, ევროკავშირის განცხადება ყოველთვის ისეთი ღია არ არის, როგორც ჩვენ ვართ ამ დისკუსიაში. შესაბამისად, ამიტომაც აქვს ევროკავშირს საკუთარი ენა და სამწუხაროდ, ევროკავშირის „ლიდერშიპი“ ყოველთვის არასდროს გამოხატავს შეშფოთებას ისე, რომ ეს ყველამ გაიგოს“, – აღნიშნა კალიურანდმა.

წყარო – IPN

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img