19.04.2024
- Advertisement -spot_img

მარინა კალიურანდი-ევროპას მედიაციის მიმართულებით დაუსრულებელი შემოთავაზებები არ ექნება. ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!

“ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა. მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ.

„მთავარი ფაქტორია, რომ განცხადებაში საქართველოს მედიაციაში ჩართული ყველა პოლიტიკური ლიდერი გავაკრიტიკეთ, იმიტომ, რომ მედიაციას ევროკავშირი ვერ დაასრულებს, კომპრომისზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდება, ელჩი დანიელსონი საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტს, – ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა გააკეთონ. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მმართველ პარტიაზეა აქცენტი და მათგან ცოტა მეტს ელოდებით, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა წამოაყენოს პოზიციები, გარანტიები, პატივისცემა და თავდადება იმის მიმართ, რასაც მთავრობა აკეთებს. ასე რომ, ეს დაბალანსებული პროცესი უნდა იყოს, ვალდებულებებით ორივე მხარეს – დიახ, მმართველი პარტიისგან პირველ ნაბიჯს ველით, მაგრამ სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ“, – აღნიშნა კალიურანდმა.

მისი შეხედულებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის იმის ახსნა, რომ პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, მაგრამ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობისგან დაღლილია და საქართველო იმაზე მეტს ორგანიზაციისგან არ უნდა ელოდოს, ვიდრე ახლა იღებს.

„ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია – საუბარი საქართველ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალზე, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის კუთხით მაღალ მისწრაფებებზე და საქართველოს მომავალზეა. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში წინ წამოწეული არ არის – მენდეთ, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს: პანდემია, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს აღმოსავლეთ პარტნიორობას მაშინ განვიხილავთ, როცა რაიმე ცუდი ხდება ან კრიზისები იწყება. ევროპა დაიღალა, ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობისგან გამოფიტვას განიცდის, ამიტომ ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით – თქვენ იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლაა. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული და გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით იქნას მიღებული.

რაც შეეხება პირობითობის პრინციპს, გულწრფელი უნდა ვიყო: ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ პირობითობის პრინციპის დროა. თუ ჩვენ საქართველოში რეფორმებს მხარს ვუჭერთ, თუ საქართველოს გზასა და ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ერთგულებას საქართველოს მხრიდან, მაშინ პირობითობის წამოყენების დროა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img