23.11.2024

მარიუპოლის მერი – მარიუპოლში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებებითა და გაუსაძლისი პირობებით შეიძლება დაიღუპოს

მარიუპოლში წლის ბოლომდე დაავადებებითა და გაუსაძლისი პირობებით შეიძლება 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპოს. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს.

„ასე რომ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაბამისი იქნება. სამედიცინო დახმარების, ქალაქში წყალმომარაგებისა და სათანადო კანალიზაციის აღდგენის გარეშე, ეპიდემიები დაიწყება.

დღეს ამჟამინდელი მოსახლეობის უმრავლესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე, მოწყვლადი ჯგუფების სიკვდილიანობა ექსპონენტურად გაიზრდება.

მარიუპოლის ზოგიერთი მცხოვრები ახლომდებარე სოფლებიდან ქალაქში დაბრუნდა, რადგან მათ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ. რუსები აგრძელებენ 24 თებერვალს დაწყებულ გენოციდს. ჩვენს ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია,“ – აცხადებს ბოიჩენკო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img