09.10.2024
- Advertisement -spot_img

მარიუპოლში რუსული ავიაიერიშების შედეგად ევაკუაციის მეორე მცდელობაც ჩაიშალა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის მეორე მცდელობა ჩაიშალა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მოსახლეობის ევაკუაციის მეორე წარუმატებელ მცდელობას ადასტურებს მარიუპოლის მუნიციპალური საბჭოც.

მათი თქმით, რუსეთის დაბომბვამ შეუძლებელი გახადა მშვიდობიანი მოსახლეობის კონფლიქტის ზონიდან უსაფრთხოდ გაყვანა.

„ასეთ პირობებში ხალხის გაყვანა უკიდურესად საშიშია“, – ნათქვამია მუნიციპალური საბჭოს ონლაინ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, ქალაქს უკვე მეხუთე დღეა, წყალი, ელექტროენერგია და გათბობა არ მიეწოდება. დეფიციტშია საკვები და სასმელი წყალიც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img