უბედური შემთხვევა მარნეულში – საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართული ჩამოინგრა, რამაც მეოთხე სართულის აივანი მოიყოლა. აივნის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი 40 წლამდე ქალია, რომელიც აივანზე იდგა და ნგრევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მეორე გარდაცვლილი კი, როგორც ცნობილია, ორსული ქალია. დაშავებულია, ასევე, მცირეწლოვანი. მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
ადგილზე სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები არიან მობილიზებულები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.