29.03.2024
- Advertisement -spot_img

მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის, დედა-შვილის ცხედრები ამოასვენეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია დედა და მისი მოზარდი შვილი, რომელიც შემთხვევისას ონლაინგაკვეთილს ესწრებოდა.

ნანგრევებში ამ დროისთვის ერთ ადამიანს ეძებენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 7 გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img