25.10.2021
- Advertisement -spot_img

მაშველებმა ნანგრევებში ქალი და ბავშვები ცოცხალი იპოვეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები ცოცხალი იპოვეს. 

მათი ხმა ნანგრევებიდან ისმოდა – მაშველებმა მათ წყალი და ჟანგბადის აპარატები მიაწოდეს. ადგილზე არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც. 

კორპუსის ერთი სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბათუმში იმყოფება შსს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.  ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img