08.12.2024

მდინარაძე სააკაშვილზე – მოთხოვნების დაყენება ამორალურია – ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს

მოთხოვნების დაყენება ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც სისტემას ედგა სათავეში, რომელი სისტემის პირობებშიც არა თუ მსგავსი უფლებები, არამედ სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებს და პატიმრებს წართმეული – ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნაისტებთან განაცხადა.

„სისტემის პირობებში არა თუ მოთხოვნას აყენებდა პატიმარი, არამედ უბრალოდ ზედმეტი სიტყვის ფასი შეიძლება მისი სიცოცხლე ყოფილიყო. ახლა ამ სისტემის ავტორი კლინიკაში მისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს და ჩვენ, ამაზე მსჯელობის დროს ყველას გვავიწყდება, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს თუ რაღაც არ მოეწონებოდათ კლავდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს თუ გინდათ, რომ მიმკურნალოთ, მოდი ეს პირობები შემისრულეთო – ამორალურია. უბრალოდ ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გამოკვლევებისთვის გადასვლაზე თანხმობას გამოთქვამს, თუმცა რამდენიმე პირობით

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img