18.04.2024
- Advertisement -spot_img

მედია – ევროკავშირის ტერიტორიაზე 1-ელი ივლისიდან 11 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ შესვლა

ევროკავშირმა სომხეთი, აზერბაიჯანი და კიდევ 9 ქვეყანა Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატა.

გამოცემა Politico იმ თერთმეტ ქვეყანას ასახელებს, რომლებსაც ევროპული კავშირი შეიყვანს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს შეეძლებათ 1-ელი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი შესვლა.

გამოცემის ინფორმაციით, 30 ივნისს ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, სიაში შეიყვანონ კანადა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრუნეი, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ყატარი და საუდის არაბეთი.

სიაში დამატებულ 11-ვე ქვეყანაში ბოლო პერიოდში Covid-19-ის ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა დადასტურდა. მაგალითად, აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კოსოვოში – 4, ბრუნეიში – 1.

გასულ წელს ევროკავშირმა კორონავირუსის გამო შეწყვიტა არააუცილებელი მგზავრობა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ, ვიზიტორებს Covid-19-ზე უარყოფითი ტესტი მოსთხოვონ ან კარანტინი დაუწესონ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img