18.01.2025

მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას – „უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ მართავენ

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ტელევიზიების წარმომადგენლები ქართული მედიის მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას – „უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ მართავენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და დროულად გამოიძიოს 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტმა ეკა ფირცხალავამ განაცხადა, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა ხელისუფლების მხრიდან იყო მხარდაჭერილი.

„აქ ჟურნალისტები შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება მედიის წინააღმდეგ. არა ძალადობას. ჟურნალისტებზე მოხდა მიზანმიმართული თავდასხმა და უპირველეს ყოვლისა ცალსახაა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან იყო მხარდაჭერილი. არ იყო ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ჟურნალისტების უსაფრთხოება”, – განაცხადა ეკა ფირცხალავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img