17.01.2022
- Advertisement -spot_img

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს – ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულის შემთხვევაში 5000-5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. გირაოს გამოყენებას დაეთანხმა დაცვის მხარეც, ვიოლეტა ინასარიძისა და თეა გზირიშვილის ადვოკატმა ბრალდებულების მიმართ 3 000-3000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, ბექა ლიპარტელიანის უფლებადამცველმა კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე “ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარწდგინა, რა. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას იყვალისწინებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img