რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და გამოცემა Melitopolski Vidomosti-ს ვებგვერდი დაბლოკეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, Melitopolski Vidomosti-ის რამდენიმე ჟურნალისტი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
“შეიარაღებული ადამიანები შევიდნენ გაზეთ Melitopolski Vidomosti-ის ჟურნალისტების ოლგა ოლხოვსკასა და ლიუბოვ ჩაიკას, გამომცემლის მიხაილო კუმოკის და რედაქტორის, ევგენია ბორიანის სახლებში. დააკავეს ისინი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით”, – აცხადებენ დაკავებული ჟურნალისტების კოლეგები.
Melitopolski Vidomosti-ს მფლობელი მედია ჰოლდინგის, MV-ის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, კოლეგების გათავისუფლებაში დაეხმარონ