09.12.2021
- Advertisement -spot_img

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს მიმართავს-“ლუკა მამიკო, მინდა რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები.”

“ლუკა მამიკო, მინდა რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები.”- ასე მიმართა დოჰას ტურნირის გამარჯვებულმა შვილს ქართულად, დაჯილდოვების დროს პირდაპირ ეთერში, დოჰას ტურნირიდან.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. ფინალში მან ორ სეტში ისე მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მას – 7:6(5), 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ჩოგბურთელებმა ისე გაიარეს, რომ ერთ ბრეიკ-პოინტამდეც ვერ მივიდნენ და ყველაზე ლოგიკური იყო ამ პარტიის ბედის ტაი-ბრეიკზე გარკვევა. მე-13 გეიმში მეტოქეებს მოწოდება გაუფუჭდათ და პირველ ექვს გათამაშებაში ექვსი მინი-ბრეიკი დაფიქსირდა. 3:3-ზე ბასილაშვილმა ზედიზედ ორი ქულის აღება და დაწინაურება მოახერხა. ესპანელის დიდი მცდელობის მიუხედავად, მან მეტოქის დაწევა ვერ შეძლო და ტაი-ბრეიკი 5:7 წააგო.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ორი ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, საკუთარ გეიმებში კი ჯამში მხოლოდ 11 ქულა დათმო.

მეორე სეტის პირველმა ხუთმა გეიმმაც ბრეიკ-პოინტების გარეშე ჩაიარა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეექვსე გეიმი, რომელშიც ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდების ორი შანსი მიიღო და პირველივე ცდაზე შეასრულა პირველი ბრეიკი, რითაც ტიტული შეინარჩუნა. რჩებოდა მხოლოდ საკუთარი გეიმების შენარჩუნება.

ბასილაშვილისთვის ეს იყო მეექვსე ფინალი ATP-ის ტურნირებზე. პირველი ორი ფინალის წაგების შემდეგ, მან ზედიზედ ოთხი გადამწყვეტი მატჩი მოიგო ორჯერ ჰამბურგში, პეკინში და ახლა დოჰაში.

კარიერაში მეოთხე ტიტულის მოგების შემდეგ, ბასილაშვილი ხუთ საფეხურს მოიგებს ATP-ის კლასიფიკაციაში და მსოფლიოს 37-ე ჩოგანი გახდება.

1tv.ge

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img