19.04.2024
- Advertisement -spot_img

მეუფე ანტონი ჟურნალისტებს – თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, მოძალადეებო – თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა

თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას. თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა, – ასე უპასუხა დღეს ჟურნალისტებს ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა.

მეუფე ანტონი, რომელიც ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევა, დღესაც სიტყვიერად დაუპირისპირდა მედიის წარმომადგენლებს და ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

„მეთქი, ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ. ალბათ, კარგი იქნებოდა რომ მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. მე ვთქვი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი და რა ამბავში ხართ-მეთქი. იმ შეტაკებებს რაც მოყვებოდა, იმას ნუ უკეთებთ ცუდ კომენტარებს. რა ამბავში ხართ სულ ყველა, იმ ტრაგედიაზე შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ, რასაც ითხოვდა ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევენ თვითონ მოძალადეები… აქეთ ბრბო გვიწოდებს მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვეძახით მოძალადეებს, შეხედეთ რას წერთ და რას აკეთებთ საპატრიარქოზე. შეტაკება იქ გენახათ, სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს ხალხისადმი მოწოდება. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას. თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის მკვლელობაზე. რატომ აკეთებთ ამას არ იცით, რატომ გვილახავთ ღირსებას? თქვენ მოგწონთ, რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებთ ტექნიკურად, „პი-პი-პი“, ნუ ატრიალებთ გამიგე? ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე გაიგე?“, – მიმართა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img