05.08.2021
- Advertisement -spot_img

მეუფე ანტონი ჟურნალისტებს – წყეულები ხართ…თქვე ჭინკებო, ჭინკების მოციქულებო თქვენ…

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია ვიდეომიმართვას ავრცელებს და ჟურნალისტებს ჭინკებს ეძახის. მისი თქმით, ყველა ჟურნალისტი წყეული იქნება, სანამ არ მოინანიებენ.

“ჩემმა სიმართლემ გამახარა, რომ გაგარტყით, ზუსტად მოგარტყით, ათიანში მოგარტყით მოძალადეებო, თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენა ხართ, თქვენ, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვენა ხართ ამ ელგებეტეს უკან, ლობირებას უკეთებთ ყველაფერ იმას, რაც იცით, რომ ქართული საზოგადოების სიმებს შეეხება და ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებს, რომ ეს აღშფოთება ისე წაიყვანოთ, თქვენს წისქვილზე დაასხმევინოთ წყალი და რაღაცნაირად მოხვიდეთ ხელისუფლებაში, არამც და არამც, ყველა ხმა, რომელიც თქვენდამი იქნება მოცემული,  ყველა წყეული იქნება, არ მეშინია, თქვენც ხომ წყეულები ხართ, სანამ არ მოინანიებთ და თავისთავად ასე იქნება, დაგლახვროთ უფალმა თუ გონზე არ მოხვალთ, აქეთ რომ სახარების ციტირებები ისწავლეთ და აქით გვიკითხავთ სახარებას, იქნებ სარკეში ჩაიხედოთ, გაიგე და თქვენს თავს წაუკითხოთ სახარება.

ვიცი, გიცნობთ, იმის სახელიც ვიცი, ვინაა თქვენი მამა, მამამთავარი ვინაა თქვენი, არ მეშინია, გეუბნებით, პირდაპირ მოგახლით, თქვე ჭინკებო, თქვე ჭინკებო, ჭინკების მოციქულებო თქვენ…”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img