23.11.2024

მეუფე დიმიტრი „სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოფარმით” აიცრა.

მიტროპოლიტი თავს კარგად გრძნობს. ამბობს, რომ პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასეც არის სხვადასხვა ქვეყანაშიც. ყოველდღიურად, როცა განიცდი ამდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის დაღუპვას, როდესაც ეს იცი, ისტორიულად პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა, ყოველდღიურად უფალს ევედრები, რომ გვიხსნას სიკვდილისაგან. ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის და კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ექიმებს მადლობა გადავუხადო“, – აცხადებს მიტროპოლიტი.

მეუფე დიმიტრი მაღალი იერარქიის პირველი სასულიერო პირია, რომელიც კოვიდზე საჯაროდ აიცრა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img