24.04.2024
- Advertisement -spot_img

მეუფე იაკობი – ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ

ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მეუფე იაკობი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება და როგორც განმარტავს, მას ნინოწმინდის საკითხთან დაკავშირებით აქვს შეხვედრა.

„პირადი შეხვედრა მაქვს. აქციებთან დაკავშირებით არ მოვსულვარ. სასულიერო პირები ყოველთვის შემწყნარებლები ვართ. ყველაზე ცუდია რა არის იცით? ორი დღის განმავლობაში რაც მოხდა, ჟურნალისტების დარბევა სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა – ვის აწყობდა ეს? ეკლესიას რომ არ აწყობდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თვითონ ვხედავათ სად და რომელ პერიმეტრებზე ვმოძრაობდი და არავის ვაძლევდი საშუალებას თქვენთან მოახლოების.

აქ ნინოწმინდის საკითხზე მაქვს შეხვედრა. ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ”, -განაცხადა იაკობმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img