19.04.2024
- Advertisement -spot_img

მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მეუფე იაკობმა მედიასთან თავად განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღო.

მეუფე სპირიდონი კი, რომელიც ამ დრომდე ბავშვთა პანსიონს ხელძღვანელობდა, პანსიონიდან საკუთარი ნებით წავიდა.

„მოხდა ისე, რომ მეუფე თავის ნებით ეპარქიაში დაბრუნდა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებაა, რომ სპირიდონი იყო დირექტორი და ახლა ვარ მე. ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით, გაგვეკეთებინა ეს ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით, რომ გარკვეული მოვლენების გამო მეუფეს ამის გაკეთება არ დასცალდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img