08.12.2021
- Advertisement -spot_img

მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე – აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ. როგორც ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სიტუაცია ამ ეტაპისთვის გამოსწორებულია და მოავალში პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ყველაფერს გამოასწორებენ.

“სახალხო დამცველის ინსტიტუტი შემოვიდა ჩვენთან, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ ისევე როგორც ევროკავშირის და იუნისეფის. ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ.

სახალხო დამცველი პირველად შევიდა კონტაქტში ამ ბავშვებთან 2018 წლის შემდეგ და გარკვეული გაუცხოებასავით იქნებოდა. მეც, რომ მოვედი აქ გარეთ, რომ გამოვდივარ მოდიან ჩემთან ბავშვები და ერთად ვზივართ.

პრობლემები თუ რამე იქნება ყველაფერს აღმოვფხვირით.

რაც უფრო მალე ავაშენებთ მცირე ზომის საცხოვრისებს, ამას ვხედავ მთავარ პრობლემად ახლა, სხვა არაფერს. სიტუაცია გამოსწორებული, უბრალოდ დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე.

ბავშვები გაუცხოებულები იყვნენ, შედარებით ახლა ისინი შემოდიან კონტაქტში. სხვა შეხვედრების დროს მეტად გახსნილები იქნებიან”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img