23.11.2024

მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე – გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით

გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, და უკვე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, ის აქამდე ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს არასოდეს შეხვედრია.

რაც შეეხება მეუფე სპირიდონს, რომელიც მანამდე ბავშვთა პანსიონს ხელძღვანელობდა, თუმცა გუშინ ხელმძღვანელობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს: „მეუფე სპირიდონს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს, ისეთი ღვაწლი აქვს, აქაურობას ვინ დაუკეტავს?“

კითხვაზე, ვინ დაიგვიანა რეაგირება პანსიონში შექმნილ ვითარებაზე, მეუფე იაკობის თქმით, „სახალხო დამცველმაც და ყველა იმ ორგანიზაცია, ვინც იცოდა“.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა. რაც შეეხება ბავშვთა პანსიონს, პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img