19.04.2024
- Advertisement -spot_img

მეუფე იაკობი – რა გასაკვირია, ასეთ დაწესებულებაში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა, მთავარია შეგნება

პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა, მთავარია შეგნება, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნინოწმინდაზე ვფიქრობ, ასეთი რამე მოხდა – ადამიანებს ერთმანეთს შორის რამე თუ არ გვილაგდება, ამ შემთხვევაში, მეუფე სპირიდონი და ქალბატონი ნინო ლომჯარია… არ იყო პიროვნული ურთიერთობა და როდესაც არ შეუშვეს სახალხო დამცველი, მერე სხვებიც ჩაერთნენ. გაგვახსენდა კანონი, რადგან კანონი აბსოლუტურად ითვალისწინებს… პიროვნულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ეს საკითხი გახდა ყველას სალაპარაკო. თუ რამე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ თუ რამეს ვაბრალებთ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ ხოლმე…

ბევრი გრანტებზე მონადირე ადამიანი ვნახე. თუ რამე დარღვევაა, უნდა გამოსწორდეს. შეხედეთ რა ხდება ნინოწმინდაში და საერთოდ, ჯავახეთში. ეს ერთ-ერთი მცირე ადგილთაგანი იყო, სადაც ქართული სიტყვა ისმის. გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მაგ საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტროდან სოციალური მუშაკების ჯგუფია ჩართული და ჩვენც, საპატრიარქოს წარმომადგენლები. თუ რამე ფუჭდება, დროზე უნდა გამოვასწოროთ.

სისულელეს რომ ლაპარაკობენ, მაცივარში გვამებიო… პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა, მთავარია შეგნება. მე წამორტყმასაც არ მივესალმები. როდესაც გაუპატიურებაზე საუბრობენ, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ ასეთი ფაქტი არსებობს, უმკაცრესად დაისჯებიან. ციხეშიც კი, როდესაც აუპატიურებდნენ, იმავეს უკეთებდნენ.

2018 წელს იყვნენ შესულები სახალხო დამცველის წარმომადგენლები. როდესაც მათ მოიარეს ყველაფერი, მეუფე სპირიდონმა ჰკითხა, თქვენ ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიგაჩნიათ თუ არაო, იმათ უთხრეს – არაო. მეუფე სპირიდონისთვის ეს ყოველთვის ცოდვად დარჩება, თუ სახელმწიფო კონსტიტუციას უყურებს, ჩვენ 10 მცნება გვაქვს და არანაირი სიძვა არ შეიძლება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს. 2016 და 2018 წელს თუ დარღვევები იყო, ხომ შეიძლებოდა საპატრიარქოში გვცოდნოდა, ეს ამბავი ჩემამდე არ იყო მოტანილი.

მეუფე სპირიდონს უნდოდა იქ ქართულ სიტყვასა და ქართულ სულს ეცხოვრა, მაგრამ არიან ადამიანები, შორსაც არ იყურებიან. ეკლესიას ასე რომ უტევთ ამ არჩევნების წინ და ამდენი რუსული პარტია შემოდის, ხომ ხედავთ, ხალხში აცხადებდნენ, სახალხო დამცველი გაუშვითო. დამნაშავე ვინც არის, ბოლომდე დავსაჯოთ. ცოდო არ არის ბავშვი? თუ არ შეგიძლია საქმის კეთება, წადი, სხვა საქმე აკეთე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img